პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებული სამუშაო მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დაათვალიერა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა უნივერსიტეტს 29 ივნისს ესტუმრნენ.
უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად ემზადება. მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე პირველ ნაკადს უნივერსიტეტი 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.
პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საერთაშორისო უნივერისტეტის მშენებლობისთვის მილიარდი ევრო გამოყო. ლექტორ მასწავლებლებს კი საქართველოს პარალელურად ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში არჩევენ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დაიწყო.