ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, გზის სრული რეაბილიტაცია ვერაზე, ი. ნიკოლაძის  ქუჩაზე მიმდინარეობს.

მასშტაბური სამუშაოების შედეგად, ამორტიზებული გზის საფარი 3 700 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 300 000 ლარი არის გამოყოფილი.

პროექტის ფარგლებში, დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები.

მიმდინარე პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა” ასრულებს.

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....