“მე ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, ძალიან კარგად იცით საერთაშორისო საზოგადოების განწყობა, კარგად იცით, რომ ოპოზიცია ერთიანია ამაში და იცით საქართველოს მოსახლეობის განწყობა, ხელი ნუ წაგიცდებათ და ნუ გადახვალთ ისევ ტყუილებზე. უნდა გაემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისთვის, იმიტომ, რომ 8 წლის განმავლობაში ერთადერთი რაც გააკეთეთ, წაგვართვით განვითარების პერსპექტივა და ჩვენ ამას ვეღარ შევეგუებით“.
გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობას.”