aviabiletebi
მთავარი ციტატა

“საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ”

„დღეს, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის შემდგომ უკვე ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია. ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც იგი გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცების ფაქტს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობას.”

იტვირთბა....