ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა, ერთი კი გარდაიცვალა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთი კი ვირუსისგან გარდაიცვალა.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, თანამშრომლების უმეტესობას დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა, თუმცა, ერთ-ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 62 წლის ასაკის იყო და დაავადება მას სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე მეუღლისგან გადაედო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყებაში კორონავირუსის გამო დაწესებულ ყველა რეკომენდაციას იცავენ.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 641 156 ინფიცირებულია გამოვლენილი.

იტვირთბა....