პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შინაარის განცხადებების გაკეთება, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე პარალელის გავლება, ასევე, ბერა ივანიშვილზე აქცენტირება, უზნეობაა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მაოდგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
”ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ვერავის დაუშლი, მაგრამ შინაარსს გააჩნია. იქით გადაწვდნენ ბერა ივანიშვილს, აქეთ – გირგვლიანის საქმეს, სახელმწიფომ მოკლა გირგვლიანიო და ამ თემაზე პარალელს ავლებენ. ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, ეს არის უზნეობა. უზნეობა იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა ამ საზოგადოების წრეში, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, არც არავის უკვირს და ეს სიტყვაც თითქოს თავის მნიშვნელობას კარგავს. უზნეობა ბევრჯერ უნდა გაიმეორო, რომ მიხვდნენ, რაზეა საუბარი”,- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა გუშინ, 28 ივნისს შეუფარდა.