ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი რურუას პატიმრობიდან არგათავისუფლების შემთხვევაში მოძრაობა “სირცხვილია” პერმანენტულ აქციებს აანონსებს

პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთერთი მეწილის, პატიმარ გიორგი რურუას მხარდამჭერები და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია” აქციას მართავენ.აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეასრულოს საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება და გიორგი რურუა პატიმრობიდან გაათავისუფლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა ფარულავამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„ივანიშვილმა უნდა გამოიჩინოს მისთვის უცნობი პოლიტიკური გონიერება და მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, უნდა გამოუშვას გიორგი რურუა, რადგან 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის საჭიროა ორივე ნაწილის შესრულება. ჩვენი აქციის ფონზე ისმის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუდან ამონარიდი, როდესაც ის ამბობს, რომ თითქოს შექმნის ისეთ დემოკრატიას, რომლითაც ევროპასაც გააოცებდა. გაგვაოცოს დღეს, გამოიჩინოს გონიერება და ევროპის გაოცებამდე მისი მოსახლეობა გააოცოს,” – განაცხადა ნიკა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

იტვირთბა....