aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან – რა მოხდა გურჯაანში

aviabiletebi
ავიაბილეთები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 28 ივნისს მკვლელობა მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში გვითხრეს, საქმე ორი მუხლითაა აღძრული: 108-ე – განზრახ მკვლელობა და 19-109-3ა მუხლით, რაც ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში. სხვა დეტალებს შსს არ ასაჯაროებს.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. ამასთან, შემთხვევის დროს კიდევ ერთი დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ დირექტორმა გელა ორველაშვილმა განაცხადა,  მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

„რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში შემოიყვანეს ორი მამაკაცი. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორეს მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაშია, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება,“ – თქვა ორველაშვილმა.

ახალგაზრდებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაზეც ადგილობრივები საუბრობენ.

 

 

 

იტვირთბა....