ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვეუბნებოდნენ, მიცვალებული არ არის, ვერ ვიპოვეთო” – გარდაცვლილი ემიგრანტის ცხედარს ოჯახი ამ დრომდე ეძებს

“გვეუბნებოდნენ, მიცვალებული არ არის, ვერ ვიპოვეთ. მერე ისევ დარეკეს. თქვეს, რომ დაცლილი არ არის ჯერ ბოლომდე და დაველოდოთ დაცლას თვითმფრინავის”, – ამის შესახებ “მთავარ არხთან” იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის შვილი, თათია გაბიჩვაძე საუბრობს.

იტალიაში გარდაცვლილი ქალის ცხედარს ოჯახი მეორე დღეა ეძებს. 52 წლის ნინო ნარუაშვილი 4 ივნისს გარდაიცვალა, იგი ქვეყანაში გუშინ უნდა გადმოესვენებინათ, თუმცა ცხედარი საქართველომდე არ ჩამოსულა.’

“საბოლოოდ ამბობდნენ, რომ მიცვალებული დარჩათ. თავის გასამართლებლად მერე იმას ამბობდნენ, რომ ადგილი არ იყო. სტამბულში უნდა იყოს წესით, მაგრამ ისიც გასარკვევია, სტამბულში არ არის…” – ამბობს გარდაცვლილი ემიგრანტი ქალის შვილი.

იტვირთბა....