ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოხვდა თუ არა საქართველო იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც 1-ლი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იმ ქვეყნების სიაზე შეთანხმდნენ, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ.

არსებული ცნობით, 14 ქვეყანას შორის საქართველოცაა. საბოლოო სია ოფიციალურად ორშაბათს ხმათა უმრავლესობით უნდა დამტკიცდეს – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ ავრცელებს.

სიაში ვერ მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და საუდის არაბეთი, ქვეყნები სადაც კორონავირუსის პანდემია მწვავე ფაზაშია.

საქართველოს გარდა, იმ 14 ქვეყანას შორის, რომლისთვისაც პირველი ივლისიდან ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება, ასევე ფიგურირებს ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, კანადა, მონტენეგრო, სერბეთი, ტაილანდი, ურუგვაი, რუანდა, ალჟირი, მაროკო და ტუნისი.

იტვირთბა....