Bloomberg-ის ცნობით, მილიარდერი და Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი ერთ დღეში $7,2 მილიარდით გაღარიბდა.
როგორც გამოცემა იიუწყება, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მსხვილმა კომპანიებმა Facebook-ზე რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს.
Facebook-ზე რეკლამაზე უარი თქვეს მსოფლიოში ცნობილმა საკონდიტრო კომპანია Hershey-მ და ასევე სოციალურ ქსელში რეკლამების განთავსება შეაჩერა Coca-Cola-ამ. მათი განცხადებით, აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს, სოციალურმა ქსელმა სიძულვილის ენა სათანადოდ ვერ გააკონტროლა.
მარკ ცუკერბერგის ქონება ჯამში $82,3 მილიარდამდე შემცირდა. ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთხეა.