“ლამის ჯვარზე გააკრეს გოგონა, რომელმაც დაბადების დღეზე მცხეთის რაიონში ახალგაზრდები დაპატიჟა. რატომ გადაიხადა დაბადების დღე რატომ დაპატიჟა ახალგაზრდები, სად იყვნენ სამართალდამცველები… მმართველი პარტიის წევრები წერდნენ და ამბობდნენ, რომ პოლიცია ყველა დაბადების დღეზე ვერ იქნება…”
ნოდარ მელაძე, ჟურნალისტი
TV პირველი, “ნოდარ მელაძის შაბათი”
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.