ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბავშვს თავის და სახის არეში ბლაგვი დაზიანებები აქვს… ასევე აქვს სხეულზე მრავლობითი მოტეხილობები”

“ჩვენი მეგობრების ინფორმაციით, ვინც უშუალოდ მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის გადასვენებაში, მათი ვერსია, სამივე ვერსია ემთხვევა ერთმანეთს”, – ამის შესახებ შაქარაშვილების ოჯახის ახლობელი, ნიკა ჯაჭვაძე “მთავარ არხთან” საუბრობს.

ჯაჭვაძის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის და სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.

“სამივე ადამიანი იძახის იმას, რომ ბავშვს აქვს თავის და სახის არეში ბლაგვი დაზიანებები, მაგრამ საიდან გამომდინარე აქვს ეს დაზიანებები მიყენებული, ჯერჯერობით არ ვიცით. ასევე ვიცით ის, რომ აქვს სხეულზე მრავლობითი მოტეხილობები”, – ამბობს ნიკა ჯაჭვაძე.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....