ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ორი დადასტურებული შემთხვევიდან ორივე არის შემოტანილი, კერძოდ – სომხეთიდან”

საქართველოში კორონავირუსისორი ახალი შემთხვევაა და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს დაუდასტურდათ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 921 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 781 პაციენტი.

კოვიდცენტრებში მკურნალობს 126 პაციენტი. ორი დადასტურებული შემთხვევიდან ორივე არის შემოტანილი, კერძოდ – სომხეთიდან“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ორი ახალი პაციენტიდან ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთი მათგანი, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.

„დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი, უცვლელია. არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება დავადების დამძიმება. ჩვენს ცენტრში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იტვირთბა....