“მინდა, მივმართო 40 წლამდე ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა დაიცვან რისკჯგუფში მყოფები. მხოლოდ ხანდაზმულები არ არიან რისკჯგუფში. შესაძლოა, ბევრ ჩვენგანს ჰყავს მეგობრები და კოლეგები, რომლებიც ახალგაზრდები არიან და არ საუბრობენ მათ ქრონიკულ დაავადებებზე. ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ.”
რობერტ რედფილდი – ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აუცილებლად ატარონ პირბადე.