მთავარი ციტატა

“გახარია შეეცადა არ ეხსენებინა 20 ივნისი, რომელიც გაჩხერილი აქვს, როგორც თოკი და ნელ-ნელა უჭერს,” – რომან გოცირიძე

„პრემიერ-მინისტრს კარგად ჰქონდა ათვისებული ანდაზა, რომ ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკს არ ახსენებენ. შეეცადა, არ ეხსენებინა 20 ივნისი, რომელიც ყელში გაჩხერილი აქვს, როგორც თოკი და ნელ-ნელა უჭერს, პოლიტიკურად დაახრჩობს. მას სხვა თოკები დაავიწყდა. ახსენა, ანაკლია და ფოთი, ახსენა, რომ შავ ზღვაში უნდა შემოვიდეს ბევრი ამერიკული გემი. მას დაავიწყდა, რომ ანაკლიაში 2020 წლის ბოლოს უნდა შემოსულიყო პირველი გემი და დამთავრებული უნდა ყოფილიყო ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის აშენების პერსპექტივა ამ ხელისუფლების პირობებში ნულია, რადგან საჩუქრად მიუძღვნეს რუსეთს.”

რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წლიური ანგარიშით წარდგა. 

იტვირთბა....