როგორც სააგენტო “პრაიმკრაიმი” იუწყება, ბელორუსის დედაქალაქში დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად “ლავასოღლი”, რომლის ექსტრადირება თურქეთიდან რამდენიმე დღეა რაც განხორციელდა.
როგორც ირკვევა გორაძე ბელორუსმა სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა ის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მათ ამოიცნეს პირი, რომელც იძებნებოდა საქართველოს შს სამინისტროს მიერ.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინნფორმაციით, მინდია გორაძე, რომელიც უკრაინაში აპირებდა გამგზავრებას, ამჟამად მინსკის იზოლატორშია და ქართული მხარის ინტერესის გამოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა მისი ექსტრადირება თბილისში მოხდეს.