ახალი ამბები მთავარი სამართალი

“აქ იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები”- სოფო კილაძე ჟურნალისტის სუს-ში დაბარებაზე

“როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ამას ბუნებრივია, უნდა მიექცეს ყურადღება” აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე.

ჟურნალისტებთან საუბრისას კილაძე ამბობს რომ სუს-მა აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება ნებისმიერ განცხადებაზე, სადაც იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები.

“როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ამას ბუნებრივია, უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან აქ იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები. მე გამიკვირდებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც არის პასუხისმგებელი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, არ მიექცია ამისთვის ყურადღება” – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ნინო ჭელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. მისი თქმით, დაბარების მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტია. გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ჭელიძის დაბარება მთავარ არხზე გასულ  კოვიდსტატისტიკის გაყალბების მცდელობაზე მომზადებულ სიუჟეტს უკავშირდება.

იტვირთბა....