ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა.
ამის შესახებ, სააგენტოს მიერ გავრცელებულ ოფიცალურად განცხადებაშია ნათქვამი.
სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბილეთების შეძენისგან, სანამ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის ოფიციალური წყაროების მეშვეობით ცნობილი არ გახდება.
“რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.
იქიდან გამომდინარე, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით. ” – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ცნობისთვის, საქართველოში საჰაერო მიმოსვლა 1 ივლისიდან უნდა აღდგენილიყო, რაც საერთაშორისო ტურიზმის გახსნას გულისხმობდა.
იტვირთბა....