საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავას დანიშვნა ე.წ. კლანის გაგრძელება იქნება და მისი წარდგენა შემთხვევითი მოვლენა არაა. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ნათელია, რომ უზენაესი სასმართლოს პლენუმის მიერ დანიშნული სასამართლოს იმ მხარეს ყოფნა, ვინც ბატონი ტურავას წარდგენა, არ არის შემთხვევითი მოვლენა. ეს ნიშნავს, რომ კლანი უკვე აქ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ არამარტო საერთო სასამართლოების, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი ბოლო ეტაპის მომსწრე ვართ. შეიძლება დღეს დასრულდეს ერთი ეტაპი და დაიწყოს მეორე ეტაპი, რომელიც დაკავშირებული იქნება ტურავას არჩევასთან,” – თქვა საია-ს თავმჯდომარემ..
ცნობისათვის, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ირჩევენ. კანდიდატებად მერაბ ტურავა და ირინე იმერლიშვილის განიხილებიან. არჩეულმა თავმჯდომარემ კი პლენუმის 9 წევრისგან არანაკლებ 5 ხმა უნდა მიიღოს.