ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში სეზონურ სამუშაოებზე საქმდებოდნენ, სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, მოქალაქეებს უკვე მოთხოვეს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სოციალური დახმარების მისაღებად. .
“ჩვენ იძულებული გავხდით, ხუთი ათასს მოქალაქესთან გაგვეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, დამატებით მიგვეღო დოკუმენტაცია, რათა პროცესი წარმართულიყო სწორად. მთავრობა ვალდებულია აწარმოოს დოკუმენტაცია სწორად, ასევე ვალდებულია მოითხოვოს მოქალაქეებს ყველა საჭირო კომპონენტი, რომელიც შემდგომში არ დაბადებს კითხვებს. გარდა ამისა, ჩვენ გავაფართოეთ ბენეფიციართა წრე და ის დასაქმებულები, რომლებიც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში, მათზეც ვიზრუნებთ. უკვე შევიდა დადგენილებაში ცვლილებები, რითიც ამ ადამიანებსაც მიეცემათ საშუალება, რომ მიიღონ სოციალური დახმარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.