ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საკონსტიტუციო ცვლილებები ფართო მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რათა მას მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს. ამის შესახებ კარლ ჰერცელმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ნიშანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მის ფარგლებს გარეთ, მთელი მსოფლიოსთვის. როცა საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას, ეხება, საუკეთესო პრაქტიკები გვთავაზობს, რომ ის რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რათა ეს იყოს იმის ნიშანი, რომ თამაშის წესები შეთანხმებულია,“ – განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ 115 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა „ევროპული საქართველო“, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭრა.

 

იტვირთბა....