„ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაზეც მისგან მინდა პასუხი მივიღო არის: ის პრემიერ-მინისტრია თუ მენეჯერია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა? თუ გახარია გვეტყვის, რომ ის მენეჯერია, მაშინ მის მიმართ ინტერესი ნელდება იმიტომ, რომ მენეჯერს ვერ მოსთხოვ პასუხს. ჩვენ გვინდა პასუხი მოვთხოვოთ პოლიტიკოსს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობით აირჩია პრემიერად.”
ლევან გოგიჩაიშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი
ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს პრემიერის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.
ცნობისთვის, რომ მიმდინარე კვირას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგება.