მთავარი ციტატა

“თქვენ ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან, როგორც საქართველო და ჩრდილო კორეა”- კილაძე სამადაშვილს

“თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან, როგორც საქართველო და ჩრდილო კორეა. მე მგონი, ძალიან კარგი შედარებაა ამ დიდი მანძილის შესაფასებლად. დამთავრდა ის დრო, როცა ადამიანებს ხმას უხშობდით ახლა ვეღარ მოახერხებთ ვეღარც დღეს და ვერც ვერადროს ადამიანებისთვის ხმის დახშობას.”

ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს სალომე სამადაშვილს, სადაც ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნნე. 

თავის მხრივ სალომე სამადაშვილმა კი სოფიო კილაძეს პარლამენტის რეგლამენტის უკეთ შესწავლისკენ მიუთითა და მას “არაკომპეტენტური” უწოდა.

„ზოგადად ხომ არაკომპეტენტური ხართ, მათ შორის, ადამიანის უფლებები მიმართულებით, მაგრამ რეგლამენტი მაინც წაიკითხეთ და გაერკვით თქვენი ვალდებულება რა არის კომიტეტის სხდომა რომ მიგყავთ,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი პარლამენტში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშს წარადგინა.

იტვირთბა....