სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შდეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.
ავტომობილი, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ელექტრო განათების ბოძს შეეჯახა. მცირეწლოვანი ბავშვი ავტომობილში იმყოფებოდა.
ინფორმაცია „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.