ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი, კომიტეტის თავჯდომარე სოფიო კილაძე და “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
“ნამდვილად შემრცხვებოდა თქვენს ადგილას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოსვლა და მითუმეტეს ადამიანის უფლებებზე ლაპარაკი, ვინაიდან თქვენ ხართ პოლიტიკური ძალა, რომელიც ძალიან შორსაა ადამიანის უფლებებისგან და ის დრო კი დამთავრებულია როდესაც ადამიანებს ართმევდით სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას” – ამ სიტყვებით მიმართა სოფიო კილაძემ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს სალომე სამადაშვილს.
სალომე სამადაშვილმა კი სოფიო კილაძეს პარლამენტის რეგლამენტის უკეთ შესწავლისკენ მიუთითა და მას “არაკომპეტენტური” უწოდა.
“ვითომ და ვაი-ვუი დეპუტატო საქართველოს პარლამენტისა, თქვენ ხართ განსაკუთრებული მონა-მორჩილი კრიმინალი და სადისტი სააკაშვილის, აქ მოსვლას და ენის ტლიკინს ჯობია, რომ პოლიტიკური ხარაკირი გააკეთოთ და პირადად ჩემი მოსაზრება კი ის არის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყველა მათგანი, სრული შემადგენლობით, არა პარლამენტში, არამედ ციხეში უნდა იჯდეს.” – განაცხადა ადა მარშანიამ “პატრიოტთა ალიანსიდან.”