ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გავრილოვის შემთხვევა გამოიყენა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მოწყურებულია რევოლუციას”

სახალხო დამცველის ანგარიშის კომენტირებისას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ რიგითი მოქალაქეების გარდა, 20 ივნისის ღამეს დაშავდა არაერთი სამართალდამცველი, თუმცა ეს არ გამხდარა მსჯელობის საგანი.

“არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი თანამდებობის პირია, საჭიროა რომ გამოძიების ფარგლებში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ყველა პირი დაიკითხოს. თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ადამიანების უფლებების გარდა არსებობს პოლიციელთა უფლებები რომელთაც ასევე სჭორდებათ სამართლებრივი მხარდაჭერა, ხოლო კითხვას თუ ვინ დაიწყო ეს ყველაფერი ან ვისი დავალებით მოხდა, ეს ცალკე საკითხია და ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.” – განაცხადა სოფიო კილაძემ.

ასევე, სოფიო კილაძის თქმით, ის პოლიტიკური ძალა რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას მიჩვეულია მხოლოდ რევოლუციური გზით, კვლავ ცდილობს რომ გამოიყენოს გავრილოვის ღამე და ამის ფონზე შტურმით აიღოს პარლამენტი, რაც მიუღებელია.

ადამიანის უფლებების კომიტეტის თავჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა 8 ადამიანის გარდა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, კილაძემ განაცხადა რომ დაზარალებული იმაზე მეტია ვიდრე 8 ადამიანი და სტატუსი “დაზარალებული” ყველას უნდა მიენიჭოს  და ამაზე კომენტირება არა ერთხელ გამიკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს, გავრილოვის სისხლიანი ღამის დროს, დაშავადა არაერთი მოქალაქე რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, მათ შორის რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა და მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები. დაზარალებულებს შორის ასევე იყვნენ სამართალდამცველებიც.

იტვირთბა....