“ცოფი არის ერთადერთი დაავადება, რომელიც 100%-ით არის სასიკვდილო. ჯერჯერობით, კაცობრიობამ ცოფის საწინააღმდეგოდ ვერც ერთი წამალი ვერ გამოიგონა. ცოფი თუ განვითარდა ადამიანში, სამწუხაროდ, ვერაფერს ვერ უშველით. წელს ჯერჯერობით არ გვაქვს ადამიანში ცოფის შემთხვევები, მაგრამ ცუდი ნიშანია, რაც გამოჩნდა რომ ქალაქში, ძაღლებში გამოჩნდა ცოფი. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ უცნობი ძაღლის მიერ გაკაწვრის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს. უნდა აიცრას ადამიანი მხოლოდ მაშინ, როცა ის დაიკბინება ან დაიდორბლება უცნობი ცხოველის მიერ. ქუჩაში ე.წ.მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ, იმიტომ, რომ ისინი მოქალაქეებისთვის საშიშები არიან.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
“ინტერპრესნიუსი”
შეგახსენებთ, მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თბილისში, ცოფის ვირუსის მეორე შემთხვევა ქინძმარაულის #45-ში დაფიქსირდა.