“სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ სახელმწიფოს რეაგირებამ, დაუსჯელობამ, მკვლელების პრაქტიკულად წახალისებამ, დღეს მერაბიშვილის საჯარო აქტიურობამ და კვლავ განცხადებულმა ამბიციებმა გახადა შესაძლებელი ის, რომ რამდენიმე დღის გაუჩინაურებულ ახალგაზრდას ეძებდა დაზაფრული ქვეყანა. არავის აღმოაჩნდა კაცობა სიმართლე ეთქვა. ალბათ ფიქრობდნენ იქნებ გავვიმართლოს და ვერ იპოვონო. იმათ თუ შერჩათ და შემდეგ კიდევ ბევრს ჩვენც იქნებ ბედმა გაგვიღიმოსო. ასეთ ქვეყანად და საზოგადოებად ვიქეცით”
თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს. მიმდინარეობს გამოძიება.