კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ასაკოვანი ადამიანების დაავადებისგან დასაცავად შესაძლოა ეფექტურად ვერ იმოქმედოს – ამის შესახებ ინფორმაციას, GUARDIAN-ი აქვეყნებს.
მეცნიერების შემაშფოთებელი დასკვნის მიხედვით, საშუალო და მცირე წლოვანთა ასაკობრივ ჯგუფებში კი ვაქცინაზე უფრო დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ასაკოვან ადამიანებს უმრავლეს შემთხვევაში ძალზე დაბალი იმუნური სისტემა აქვთ- ვირუსის ზემოხსენებული ადამიანების ორგანიზმში განვითარების დროს კი უჯრედები იმდენად უძლურდება, რომ ვაქცინამ და სამკურნალო პრეპარატმა შესაძლოა ვერც კი მოახერხოს დაზიანებული უბნების ისე ეფექტურად და სწრაფად გაჯანსაღება, როგორც ეს ახალგაზრდების ორგანიზმის შემთხვევაში მოხდება.