“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, შესალოა ამომრჩეველს ხმის მიცემის შეზღუდვა დაუწესდეს, თუ არჩევნების დღეს კორონავირუსით იქნებ ინფიცირებული.
ამის შესახებ, ვახუშტი მენაბდემ “დღის კურიერში” განაცხადა.
მენაბდის თქმით, ორგანიზაციაში ამ მიმართულებით მუშაობენ და გადაწყევტილება საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით მიიღება.
“ხმის მიცემის უფლებამ ეს არის ამომრჩევლის უფლება და თითოეული მოქალაქის უფლება. თუმცა, ამავდროულად, ეს არ არის აბსოლუტური უფლება, ის შეიძლება შეიზღუდოს. რა თქმა უნდა, ყველა მექანიზმი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მაქსიმალურად ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებობა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და გამოხატოს თავისი თავი. მაგრამ, თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი ჩართვა საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში, ცხადია, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე რომ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს ამ მიმართულებით. ამ მხრივ ვმუშაობთ და ვცდილობთ მოვიძიოთ საერთაშორისო პრაქტიკა,” – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.