ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-მა ქუთაისის მერიის თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსსახურის ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, მოქალაქეს ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც 400 ლარი წინასწარ გამოართვა.

“სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2020 წლის 24 ივნისს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქ. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, მოქალაქეს ქ. ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი 400 ლარი წინასწარ გამოართვა.

გამოძიებას მიმდინარეობს, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.” – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....