ბათუმში მაშველებმა, ორდდღიანი ძებნის შემდეგ ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
ახლობლების ინფორმაციით, ის ზღვაზე მარტო იმყოფებოდა. ნაპოვნია გაუჩინარებულის პირადი ნივთები: ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.