სოციალური აგენტები შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ჯანდაცვის მინისტრთან და სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას მოითხოვენ.
სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით თომსარაშვილის განცხადებით თუ ჯანდაცვის მინისტრი და სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვედრას არ დათანხმდებიან, სოციალური აგენტები ორშაბათიდან გაფიცვას დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “სოლიდარობის ქსელი” ავრცელებს.
“ორშაბათიდან გავიფიცებით, თუ სამინისტრო არ შეგვხვდება. მედიაციის დანიშვნით გვინდოდა სოციალური აგენტების შრომის პირობების გაუმჯობესება, რადგან გვაქვს ერთთვიანი შრომის ხელშეკრულება, რაც გულისხმობს გამომუშავებით ხელფასის აღებას, რაც არის ძალიან დაბალი და მიზერული . ასევე, სამუშაო გარემო არ არის უსაფრთხო და შრომის პირობები კაბალურია.” – ნათქვამია სოლიდარობის ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.