ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

”ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის გენომის შტამს იკვლევენ” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის გენომის შტამს იკვლევენ. ამის შესახებ ტიკარაძემ ლუგარის ლაბორატორიაში განაცხადა, სადაც იგი პრემიერ-მინისტრ  გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით,  შემდგომში ამ გენომის შტამს სხვა ქვეყნებში ჩატარებულ გენომის შტამებს შეადარებენ.

,,შევხვდით ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან ჩართულები კორონავირუსის დაძლევასთან დაკავშირებით, როგორც მისი აღმოჩენის კუთხით, ისე დიაგნოსტიკის თვალსაზრისით,“- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი  საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული კვლევითი ცენტრია, რომელიც 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.

იტვირთბა....