ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ზღვის უბანში კორპუსების მიმდებარე გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების შეკეთება გრძელდება. საგზაო სამუშაოები სრულდება ზღვის უბნის III მ.რ. II კვ. N26, 27, 31 კორპუსებთან, სადაც ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

„ზღვის უბანში ვაგრძელებთ შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაციას. კონკრეტულად, ამ პროექტით სამი კორპუსის მოსახლეობის, 300-მდე ოჯახის პრობლემა მოგვარდა. რაც მთავარია, ადგილობრივი მცხოვრებლები შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილები არიან“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 76 500 ლარი დახარჯა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....