ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

თბილისის N2 ბაგა-ბაღის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია უტარდება

დიდუბის რაიონში, N2 საჯარო ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება. უზნაძის ქუჩის N13-ში არსებული შენობა კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელშიც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა და რომლის რეაბილიტაციაც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასულ წელს დაიწყო.

პროექტის მიმდინარეობას დღეს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო.

„ურთულეს პროექტს ვახორციელებთ, რაც ისტორიული შენობის იმგვარ განახლებას გულისხმობს, რომ მისი ავთენტურობა არ დაირღვეს. უკვე გამაგრდა ნაგებობის საძირკველი და მიმდინარეობს ახალი ფლიგელის მშენებლობა, რაც ბაღში აღსაზრდელთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი შიდა სამუშაოები დაიწყება“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ახალი ბაღი ათჯგუფიანი იქნება და 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს. საბავშვო ბაღის შენობა სკოლამდელი განათლებისთვის კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოებისა და ყველა სხვა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს.

ალტერნატიულ ფართში გადასული ბაღის კონტინგენტი განახლებულ შენობაში მომავალ წელს დაბრუნდება.

 

იტვირთბა....