“არავისთან არ მომივიდა არანაირი შელაპარაკება, ჩემს თანამშრომლებს მოუვიდათ და გარედან ვუყურებდი მე, აივნიდან. მერე გავაჩერე პატრული სახლში რომ მივდიოდი და გადავეცი, რატომ მოხდა-მეთქი ეს. ჩემი მეგობრები და ჩემი ახლობლემი, ჩემი მძღოლები და ჩემი დაცვა და მენეჯერები რატომ გააჩერეთ-მეთქი.”
გია სურამელაშვილი – მომღერალი
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გია სურამელაშვილი გვიან ღამით დააკავეს – ინცინდენტი რესტორან “მეგრულში” მოხდა, სადაც გუშინ მომღერლები, პროდიუსერ ჯიმი მაქაცარიას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
სურამელაშვილი და მისი მეგობრები ამბობენ, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი გარკვეულ შელაპარაკებას, თუმცა დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ.