“რაც შეეხება COVID-ს, ვაგრძელებთ იმაზე დაკვირვებას, რაც საქართველოში ხდება. რა თქმა უნდა, მოვლენები კარგად განვითარდა, მაგრამ ეკონომიკის ხელახალი გახსნის ფონზე, შემთხვევათა ზრდის დროს, ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან ყოფნას. იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე აღდგება როგორც საქართველოში, ისე – მსოფლიში. ეს მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსა და აშშ-სთვის, რათა ჩვენი ძლიერი პარტნიორობა წავიდეს წინ და ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობისთვის, რაც ერთმანეთთან გვაქვს.”
ადამ კინზინგერი – რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე
ამის შესახებ კინზინგერმა მედიისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კინზინგერი აცხადებს: “საქართველოს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად ვთვლით, ეს ყოველთვის პირიქით არ არის. ასე რომ, ამაზე დაკვირვებას გავაგრძელებთ, ისევე, როგორც უკანონო ოკუპაციაზე.”