მთავარი ციტატა

“მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, დაზიანებები მიღებულია სიცოცხლის პერიოდში, თუ გარდაცვალების შემდგომ”- შაქარაშვილის ბიძა

“აქ, არსებითად მნიშვნელოვანია იმ ზღვარის და მიჯნის გავლენა დაზიანებები მიღებულია სიცოცხლის პერიოდში, თუ გარდაცვალების შემდგომ. ამიტომ, აქვს თუ არა დაზიანება, ახლა ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია ის, თუ რის გამოა გამოწვეული ამ დაზიანების მიყენება. დაზიანებები აქვს, ბუნებრივია, სამი დღის განმავლობაში მდინარის კალაპოტში იმყოფებოდა, თუმცა გარდაცვალებამდე მიადგა თუ არა ვერ გეტყვით.”

მირიან ნიკოლაძე – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მანამდე ოჯახმა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა მოითხოვა. არსებული ინფორმაციით, მეგობრები დაბადების დღეზე მცხეთაში, აგარაკზე იმყოფებოდნენ. ახალგაზრდებს შორის კამათი მოხდა, რომელიც შემდგომში გარეთ გაგრძელდა. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მუშაობს. 

 

 

იტვირთბა....