დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საკონსტუტიციო ცვლილებები მეორე და მესამე მმოსმენითაც თავისუფლად იქნება მიღებული.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტუტიციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის თქმით საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში ძალიან ბევრი მხარდაჭერი ჰაყვს და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
„მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციურ ცვლილებაში შესწორება აუცილებლად მოხდება, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს პარლამენტში ამ ცვლილებას, რასაც მე მივესალმები. პირველი მოსმენით მიიღეს, რისთვისაც უკლებლივ ყველას, ვინც მონაწილეობდა კენჭისყრაში, მადლობა მინდა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, მეორე და მესამე მოსმენითაც თავისუფლად იქნება მიღებული ეს ცვლილებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის და მომავლისთვის. არჩევნების არანაირი ლეგიტიმაცია არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია. მას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. სამწუხაროდ, არსებობს ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლების მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდის. ეს დაამტკიცეს თუნდაც იმით, რომ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა. ვინც არ მიიღებს მომავალში კენჭისყრაში მონაწილეობას და ამ მნიშვნელოვან ცვლილებას ხმას არ მისცემს, რა თქმა უნდა, მას მოჰყვება შესაბამისი შეფასებაც”- განაცხადა ახა კალაძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი და მეორე მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდებოდა. განხილვამდე “ევროპულმა საქართველომ” პოზიცია შეიცვალა და კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებებისთვის მხარის დაჭერა გადაწყვიტა. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მან ბოიკოტი გამოაცხადა და კენჭისყრაში მონაწილეობაც არ მიუღია.