„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის თქმით, მისი პარტია არ აპირებს მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენისას.
ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
” ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ, არ შევალთ და მეორე მოსმენას მხარს არ დავუჭერთ. იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ გაიმეორებს იმ სცენარს, რაც იყო ნოემბერში, მაშინ ის სრულად იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამჯერადაც მთლიანად ჩაიშლება შეთანხმება და ამას ექნება თავისი შედეგები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საკონსტუტიციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღებას “ევროპული საქართველო” არ აპირებს.