ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილს არ აქვს კონსტიტუციის ჩაგდების რესურსი”- რომან გოცირიძე

,,დღეს იქნება თუ ხვალ, ივანიშვილი გაათავისუფლებს რურუას, ვინაიდან მას არ აქვს კონსტიტუციის ჩაგდების რესურსი”, – ამის შესახებ  ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გოცირიძის თქმით ბიძინა ივანიშვილს უკვე მოუწია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფელბა, რათა მის პირად ფინანსებს არ დამუქრებოდა საფრთხე.

“იქამდე არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას, ვიდრე შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი პოლიტიკური პატიმარი. ივანიშვილს მოუწია პოლიტპატიმრების გათავისუფლება ძალიან მძიმე დარტყმების შემდეგ, როდესაც მის პირად ფინანსებს და საგარეო დახმარების შემოსვლას დაემუქრა საფრთხე. დღეს იქნება თუ ხვალ, ივანიშვილი გაათავისუფლებს რურუას, ვინაიდან მას არ აქვს კონსტიტუციის ჩაგდების რესურსი. სულ რომ კორონავირუსი დაემართოს “ქართული ოცნების” დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებს იშოვის, შემოიყვანს მათ და პულტზე ხელს დააჭერინებს”,- განაცხადა გოცირიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებს მიიღებს, რადგან გარედანაც და შიგნიდიანაც ძალიან სერიოზულ ზეწოლას განიცდის.

,,ის მიიღებს კონსტიტუციას იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული ზეწოლაა გარედანაც, შიგნითაც და მან ერთხელ უკვე გამოსცადა საკუთარ ტყავზე, რას ნიშნავს ჩათრევა, ნაცვლად იმისა, რომ ჩაყოლოდა. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია და ამას ივანიშვილი გააკეთებს. ჩვენ კენჭისყრაში მაშინ მივიღებთ მონაწილეობას, როცა გიორგი რურუა გათავისუფლდება. კონსტიტუციის მიღება ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი კვლავ აპირებს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას, მოსყიდვას, ძალადობას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ა.შ.” – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენეთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა დღეს გაიმართება.

იტვირთბა....