საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი.
მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 911 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი და საერთო რიცხვი 768-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2662 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.