“ცუდი საყურებელი იყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა კენჭისყრაზე, ვინაიდან აგრძელებენ ჩვენგან განსხვავებით იმ მთავარი მიზნის მსახურებას, რაც არის დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარება. „ევროპულ საქართველოს“ კი, მათ შვილობილ პარტიას, მოუწია რეალობასთან თვალის გასწორება. მინდა, გამოვთქვა საფუძვლიანი იმედი, რომ როგორც გუშინდელი კენჭისყრა იყო წარმატებული, მომდევნოც ასე იქნება.”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
როგორც წულუკიანმა განაცხადა, “ქართული ოცნების” მთავარი მიზანი არის ის, რაც იყო ბოლო 8 წლის მანძილზე – ქვეყანაში სტაბილიზაციის და მშვიდობის შენარჩუნება.