მთავარი ციტატა

“უფლებადამცველი თუ არ ხარ შინაგანად, როგორც არ უნდა დაგაბრალონ ეს და გაჩუქონ კომიტეტი, ვერც გახდები”- ბესელია კილაძეძე

 “უფლებადამცველი თუ არ ხარ შინაგანად და როგორც არ უნდა დაგაბრალონ ეს, დაგარქვან სახელი და გაჩუქონ კომიტეტი, რომელიც სადამსჯელო პოლიტიკას ატარებს მისი წყალობით და არა უფლებადაცვით საქმიანობას, უფლებადამცველი ვერ გახდები. მან არ იცის უფლება დაცვითი საქმიანობა და იმდენად შორს არის ამ საქმიანობიდან, რომ არანაირი მგრძნობელობა უფლებების დაცვის მიმართულებით არ აქვს და ეს არის აბსოლუტური ფარსი, ამიტომ აბსოლუტურად ვიზიარებ ამ კრიტიკას, რაც არსებობს. ქალბატონი კილაძე გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით.”

ეკა ბესელია – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი

აღნისნულით ეკა ბესელია სოფიო კილაძის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადბებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის კანდიდატურის გაეროს ბავშვთა კომიტეტში წარდგენას არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება. 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....