“ის აშკარად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო აქტიურ პოლიტიკაში. სასამართლო რეფორმის ე.წ. პირველი ტალღის მონაპოვარი იყო, როდესაც პოლიტიკოსები სასამართლო სისტემიდან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გაიყვანეს. სწორედ ამიტომ ანა დოლიძის გადაწყვეტილება იყო სწორი, თუმცა დაგვიანებული. მან მაინც დააზიანა სასამართლო სისტემა.”
გიორგი მიქაუტაძე – უსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
აღნიშნულით გიორგი მიქაუტაძე ჟურნალისტებტან ანა დოლიძიე მიერ იუსტიციის საბჭოს დატოვების საკითხს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის”, შემდეგ კი ალეკო ელისაშვილთან და ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა, მისი მისამართით არაერთი კრიტიკული განცხადება გავრცელდა. განცხადებების თანახმად, ანა დოლიძე ერთდროულად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფნითა და პოლიტიკური საქმიანობით კანონს არღვევდა.
დღეს ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს დატოვების მოთხოვნით პრეზიდენტს წერილით მიმართა.