aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. კანონიერმა ქურდმა “ლავასოღლიმ” თურქეთის საპყრობილე დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის თქმით, თურქეთში არსებობს ექსტრადირების ვადები, რომლის ფარგლებში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიება. თუმცა, აღნიშნულ ვადებში ქართულმა მხარემ თურქეთს შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა.

“მიზანი მიღწეულია ნაწილობრივ. მინდია გორაძის ექსტრადირება მოხერხდა. წუხელ გვიან ის გადაიყვანეს საემიგრაციო სამსახურში, რის შემდეგ მან დატოვა საპატიმრო და თურქეთის ტერიტორია. დანარჩენ დეტალებზე ორშაბათს ….”- წერს ფეისბუქზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომლის ინფორმაციით, “ლავასოღლი” თურქეთიდან ბელორუსიაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ლავასოღლი“ დანაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. გორაძე, მეტსახელად “ლავასოღლი” ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

 

იტვირთბა....