“პრეზიდენტ მარგველაშვილთან მჭიდრო კონსულტაციებს ვახორციელებთ. ჩვენი ხედვები ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და მწვავე საკითხების გადაწყვეტის გზებზე თანხვედრაშია და მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ. თუ რა ფორმით ვითანამშრომლებთ, ამის შესახებ აუცილებლად საზოგადოებას და მედიას ვაცნობებთ. ასევე ვადასტურებ, რომ კონსულტაციები გვაქვს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან და დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნებზე ყველანი ერთად, „ქართულ ოცნებას“ პირველივე ტურში დავამარცხებთ.”
ბადრი ჯაფარიძე – “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი
ინფორმაციას “ლელო საქართველოსთვის” პრესსამსახური ავრცელებს.
“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლო ვარიანტებზეც საუბრობს. მისი თქმით, კრიზისის დასაძლევად მთავარი საკითხი ერთიანი აზრია.