ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ახალ მესიჯს უგზავნის. მან “პოსტ ფაქტუმის” ეთერში რუსულ ენაზე მიმართა რუსეთის ლიდერს.
“ვოვაჩკა, დავფიქრდი, დავფიქრდი და არ ვაპირებ შენი საფლავი შეურაცხვყო, მართალია დაგპირდი, მაგრამ მაინც. შენ ქართულ განავალსაც კი არ იმსახურებ”, – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, ის რუს ხალხს პატივს სცემს და მათ პუტინთან არ აიგივებს.
“ერთი ატომური ბომბი არ ჩამოუგდია ჩვენს მიწაზე, თორემ სხვა როდის დაგვინდო ან როდის მოგვერიდა. ან ქართველ დედებს და მათი შვილების საფლავებს როდის გაუწია ანგარიში, რომ მე მოვრიდებოდი მაინცდამაინც მისი საფლავის ხსენებას. ჩემი სიტყვები ეკუთვნის პირადად პუტინს და მის მონებს და არა მთელ რუს ერს. მე არ ვსვამ ტოლობის ნიშანს ვლადიმერ პუტინსა და რუსულ ნაციას შორის. პატივს ვცემ რუს ხალხს და მათ კულტურას. არც ვლადიმერ პუტინის ერთგული გოშია, რამზან კადიროვი განასახიერებს ჩეჩნებს”, – განაცხადა გაბუნიამ პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, ერთი წლის წინ გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ ეთერიდან უშვერი სიტყვებით გალანძღა, რასაც ქვეყანაში და რუსეთში აჟიოტაჟი მოჰყვა. რამდენიმე ხნის წინ კი თბილისში სპეცოპერაციისას დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვინმე, ასლანბეგ ბოკოვი, რომელიც გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაში თანამონაწილეობაშია ბრალდებული.